უკრაინა კანადისგან ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიიღებს

უკრაინა შეიარაღებით და საბრძოლო აღჭურვილობით ძლიერდება. ამჯერად, მორიგი დახმარება უკრაინაში კანადიდან მიდის. კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კანადა რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტსაც კრძალავს.

„ვისაც კავშირი აქვს პრეზიდენტ პუტინის სისასტიკეებთან, ვერ გაექცევა ამ ქმედებების შედეგებს. სწორედ ამიტომ გამოცხადდა, რომ რუსი ოლიგარქები ვერ გამოიყენებენ საკუთარ სიმდიდრეს საზღვარგარეთ მოქალაქეობის შესაძენად და სანქციების შედეგებისთვის თავის ასარიდებლად“, – განაცხადა ჯასტინ ტრიუდომ.

კანადის ნავთობმწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, კანადა რუსეთისგან ყოველწლიურად საშუალოდ 550 მილიონი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობის იმპორტს ახორციელებდა.

„კანადა გააგრძელებს რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას. უკრაინას სამხედრო აღჭურვილობის ახალ პარტიებს გავაგზავნით, მათ შორის ჯავშანჟილეტებს, აირსაწინააღმდეგო ნიღბებს და ღამის ხედვის სათვალეს. უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და მოდერნიზირებულ აღჭურვილობას მივაწვდით“, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები