უკრაინა ავსტრალიისგან 50 მილიონის იარაღს მიიღებს

მსოფლიო უკრაინას შეიარაღებით  აქტიურად ეხმარება. ამჯერად, მორიგი განაცხადი ავსტრალიამ გააკეთა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ისაუბრა.

როგორც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, ავსტრალია უკრაინას ლეტალურ იარაღს, ასევე არალეტალურ დახმარების მიაწვდის.

„ჩვენ ვსაუბრობთ რაკეტებზე, აღჭურვილობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ მათ მიერ საკუთარი სამშობლოს თავდაცვაში დახმარებაზე“, – აღნიშნა სკოტ მორისონმა.

მთლიანობაში, საუბარია 50 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობაზე. ავსტრალია იარაღის გარდა, უკრაინას 25 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებასაც მიაწვდის.

მსგავსი თემები