“უკრაინა ამას ელოდება“ –  უკრაინის პრემიერი  ღარიბაშვილს ქართულად მიმართავს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი საკუთარ სოციალურ ქსელში ქართველ კოლეგას ქართულად მიმართავს.

„მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!”, – აღნიშნავს შმიგალი.

მორიგ გზავნილში კი პრემიერი წერს: „თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!”, – ასეთია დენის შმიგალის გზავნილი ქართულ ენაზე.

შეგასხენებთ, რომ ქართველი მოხალისეები უკრაინაში დღეს ვერ გაფრინდნენ, რადგანაც, უკრაინიდან გამოფრენილი თვითმფრინავი თბილისში ვერ დაფრინდა.

მსგავსი თემები