ოკუპანტებმა უკრაინაში ნავთობის საცავიც ააფეთქეს, იბომბება ხარკოვი

უკრაინის სუმის ოქლში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, მიმდინარეობს შეტაკებები, დაბომბვა და ხოცვა. ოკუპანტები სამოქალაქო ობიექტებსაც უტევენ და არავის ინდობენ.

ოკუპანტებმა სუმის ქალაქ ახტირკაში ნავთობის საცავიც ააფეთქეს. ირგვლივ ყველაფერი შაბ კვამლშია გახვეული და ცეცხლი გიზგიზებს.

მოსალხეობას მოუწოდებენ, ყველაზე უსაფრთხო ადგილს, თუ რამე ასეთი არსებობს, შეაფარო თავი.

უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულება მორიგ განცხადებას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყველანაირი კავშირი რუსეთთან, მისი თქმით, ეს ნიშნავს „21-ე საუკუნის ჰიტლერის, ვლადიმერ პუტინის დაფინანსებას“.

ურთულესი ვითარებაა ხარკოვშიც, რომელიც “გრადებით” იბომბება.

მსგავსი თემები