რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დაიწყო

შეხვედრა 2 საათის დაგვიანებით დაიწყო, დელეგაციები დარბაზში იმყოფებიან. შუამავალმა მხარემ დარბაზში განცხადება გააკეთა, რომ ყველანაირად უზრუნველჰყოფენ, შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს.

დარბაზში ჩართული იყო კამერები, რომლებიც კადრებს პირდაპირ რეჟიმში ავრცელებდნენ, თუმცა, რუსულმა დელეგაციამ სიგნალის გათიშვა მოითხოვა და კამერებიც გამოირთო.

მთელი მსოფლიოს ყურადღება, ამ წუთებში, როგორც უკრაინის, ისე ქალაქ გომელისკენ არის მიმართული, რომლის საზღვართანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები