სემეკმა „თელასში“ დარღვევები აღმოაჩინა და დააჯარიმა

არასწორად დარიცხულ კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, სემეკმა „თელასში“ დარღვევები დააფიქსირა და დააჯარიმა. კერძოდ, როგორც დავით ნარმანია განმარტავს, 10 000-მდე მოსახლეს არასწორად დაერიცხა გადასახადი. მისი თქმით, ზედმეტად გადახდილი თანხა აბონენტებს მომდევნო თვეში დაექვითებათ.

რაც შეეხება ჯარიმას, „თელასი“ 75 000 ლარით დაჯარიმდა.

მსგავსი თემები