“მეთევზის სახლში” უკრაინა რუსეთის მოლაპარაკება იწყება   

ამ წუთებში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები იწყება. უკრაინის დელეგაცია უკვე ადგილზეა, ბელორუსიის საზღვართან, წინასწარ შეთანხმებულ ადგილას მოლაპარაკებისთვის ყველაფერი მზადაა.  მოლაპარაკების პროცესს ბელორუსიული მხარეც დაესწრება.

უკრაინული დელეგაცია შეხვედრის ადგილას პოლონეთის მხრიდან, პოლონური თვითმფრინავით ჩაფრინდა. უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაშია ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, თავდაცვის მინისტრი და კიდევ 5 წევრი.

უკრაინის მთავარი მოთხოვნაა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიის დატოვება.

 

მსგავსი თემები