რუსული მანიპულირების „საინფორმაციო ონკანი“ იკეტება

ევროკავშირი ოკუპანტ ქვეყანას მორიგ სანქციებს უწესებს. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზებ ბორელი აცხადებს, საუბარია რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების ნახევარზე მეტის დაბლოკვაზე.

ასევე, სანქციები Russia Today-სა  და Sputnik-ს შეეხება. კერძოდ,  ეს ორი საინფორმაციო არხი დაიბლოკება.

„გადავდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს ევროპაში რუსული საინფორმაციო მანიპულირების ონკანის ჩასაკეტად, ევროკავშირში Russia Today-სა და Sputnik-ის მაუწყებლობის აკრძალვით“, – აცხადებს ბორელი.

მსგავსი თემები