„საშიში რიტორიკა და უპასუხისმგებლო საქციელი“  – იენს სტოლტენბერგი პუტინზე

ვლადიმირ პუტინის განკარგულებას ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლასა და მაქსიმალურ შეტევასთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უპასუხისმგებლო და საშიში რიტორიკად აფასებს.

„ეს საშიში რიტორიკაა. ეს არის უპასუხისმგებლო საქციელი. რა თქმა უნდა, როდესაც ამ რიტორიკას აერთიანებ იმასთან, რასაც ისინი აკეთებენ უკრაინაში,  ომს აწარმოებენ დამოუკიდებელი, სუვერენული ერის წინააღმდეგ, ახორციელებენ სრულ შეჭრას უკრაინაში,  ეს აძლიერებს სიტუაციის სერიოზულობას”, – ასე აფასებს ნატოს გენერალური მდივანი პუტინის განკარგულებას.

“ვუბრძანებ ჩვენს თავდაცვის მინისტრს, გადავიდნენ ჯარები საგანგებო საბრძოლო რეჟიმზე”, – ვლადიმერ პუტინი

მსგავსი თემები