“რუსების ჯარი კიევში არ იმყოფება”, – ვიტალი კლიჩკო

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევი ქალაქის დაცვას განაგრძობს. რუსეთის ჯარები დედაქალაქში არ არიან.

ის მოსახლეობას მოუწოდებს, ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ. გასვლა შეიძლება მხოლოდ საჰაერო განგაშის სიგნალის შემთხვევაში, თუკი თავშესაფრისკენ წავლენ.

“ჩვენი სამხედროები, სამართალდამცავები და ტერიტორიული თავდაცვის ძლები განაგრძობენ დივერსანტების გამოვლენასა და განიარაღებას. რუსეთი განაგრძობს კიევის საცხოვრებელი კვარტალების დაცხრილვას. რუსეთი კლავს უკრაინელებს მთელ უკრაინაში”, – აცხადებს კლიჩკო

 

მსგავსი თემები