“გულწრფელად, რომ გითხრათ რუსეთის მოლაპარაკების სურვილის არ მწამს”, – ლიზ ტრასი

ვიდრე რუსული ჯარი უკრაინაშია, მოლაპარაკებები არ იქნება, – ამის შესახებ ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა. მისი თქმით, უკვე შედგინა იმ რუსი ოლიგარქების სია, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი სანქციებს დაუწესებს.

“მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის ვერანაირად შედგება, რადგან რუსეთი საომარ მოქმედებსბ ისევ აგრძელებს. გულწრფელი რომ ვიყო, რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების სურვილის არ მწამს. მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ შედგება, როდესაც რუსეთი უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს. შევადგინე იმ ოლიგარქების სია, რომლებიც სანქციების სამიზნე იქნებიან. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და მათი სია ყოველკვირეულად შეივსება”, – აცხადებს ტრასი.

მსგავსი თემები