კიევის ოლქისკენ დიდი რაოდენობით რუსული ჯავშანტექნიკა მიემართება

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, კიევის ოლქში, მაკაროვაში გაიარა რუსი ოკუპანტების ტექნიკამ 15 ტანკის, 25 ჯავშანტრანსპორტიორისა და ურალის ტიპის 15 ავტომანქანაში მსხდომი ადამიანებით.

ადგილობრივების თქმით, უკვე სამმა კოლონამ გაიარა, მათ შორის ტექნიკამ, სატვირთოებმა ცეცხლსასროლი იარაღითა და რაკეტებით. გადააქვთ საწვავიც. მათივე ინფორმაციით, ტანკებმა გაიარეს მაკაროვა და ცდილობენ კიევში მოხვედრას.

მსგავსი თემები