“ეს პუტინის ომია და არა რუსი ხალხის”, – ოლაფ შოლცის გამოსვლა ბუნდესტაგში

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში განაცხადა, სადაც მან უკრაინის ჯარისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდების შესახებ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

“ამ უკიდურესი საჭიროების დროს უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ, პუტინის აგრესიაზე სხვა პასუხი შეუძლებელი იყო. ეს ომი პუტინმა აირჩია და არა რუსმა ხალხმა, ამიტომ ნათლად უნდა დავინახოთ, რომ ეს პუტინის ომია. უკრაინაზე თავდასხმით პუტინს არ სურს მხოლოდ ქვეყნის აღმოფხვრა მსოფლიო რუკიდან, ის ასევე ანადგურებს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურას. ამიერიდან, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი თავდაცვის სექტორს მოხმარდება”, – განაცხადა შოლცმა.

შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და 500 „სტინგერის“ სარაკეტო სიტემის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი თემები