“უდიდესმა დანაკარგმა და ჩვენმა წინააღმდეგობამ რუსეთს გეგმები ჩაუშალა”, – ზელენსკის მრჩეველი

ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთი დაიქანცა უკრაინაში სამი დღის განმავლობაში აქტიური საომარი მოქმედებებით. სწორედ ამიტომ, რუსეთი ავრცელებს ინფორმაციას ბელარუსში შესაძლო მოლაპარაკებების გამართვაზე.

“რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას მოლაპარაკების ინიციატივა აქვს. სამხედრო თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ მათ დაკარგეს ინიციატივა და ახლა არ შეუძლიათ აწარმოონ აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ვფიქრობ, მათ დარჩათ ერთი-ორი მცდელობა, რათა შეუტიონ ან განახორციელონ აქტიური მოქმედებები, ამიტომ, ჩემი და სხვა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, უდიდესმა დანაკარგებმა, რომლებიც მათ განიცადეს, ასევე უკრაინელი ხალხის, შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობამ მათი გეგმები ჩაშალა”, – აღნიშნავს მრჩეველი

მსგავსი თემები