უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა

ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა.

“რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აგრესიის გასამართლებლად გენოციდის ცნების მანიპულირებისთვის. გადაუდებელ გადაწყვეტილებას მოვითხოვთ  რომლითაც რუსეთს დაევალება შეწყვიტოს სამხედრო აქტივობა ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ქმედებები – საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი უბნების და არასამხედრო ინფრასტრუქტურის ზონების დაბომბვით – გენოციდის ნიშნებს ატარებს.

მსგავსი თემები