“ეს არის ნადმვილი ბოროტება, რუსეთის მოქმედებები გენოციდის ნიშნებს იღებს”, – ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ქმედებებში გენოციდის ნიშნებია. მისი თქმით, რუსეთში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ხმის მიცემა უნდა ჩამოერთვას.

“რუსეთის მოქმედებები გენოციდის ნიშნებს იღებს. სოფლიო უნდა მივიდეს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ რუსეთს ხმის მიცემა ჩამოერთვას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ჩვენ ვიცით რისთვის ვიბრძვით, ამიტომ გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევთ. დიდება თითოეულ გმირს! დიდება უკრაინას”, – განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები