“ვლოცულობთ უკრაინელთა მშვიდობისა და გადარჩენისათვის”, – მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, რომ საპატრიარქო გულშემატკივრობს ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში, ლოცულობენ მათი მშვიდობისთვის.

მეუფეს თქმით, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, უკრაინის მშვიდობისთვის დღეს ტაძრებში სამშვიდობო პარაკლისი ჩატარდება.

“უდიდესი გულისტკივილით ვადევნებთ თვალყურს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ვგულშემატკივრობთ და ვლოცულობთ უკრაინელი ხალხისათვის, იმედი გვაქვს მშვიდობა მალე დამყარდება. არის ინიციატივა, რომ იმ უკრაინელ მოქალაქეებს დავეხმაროთ, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და ჯერჯერობით თავიანთ სამშობლოში ვერ ბრუნდებიან. იმედია, ღვთის წყალობით ეს განხორციელდება”, – განაცხადა მეუფე შიომ.

მსგავსი თემები