“რთული ღამე იყო, თუმცა მთავარია მტერმა შემოსვლა ვერ მოახერხა” , – უკრაინაში მყოფი ქართველები

უკრაინაში მყოფი ქართველები იმ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ, რომელიც ქვეყანაშია. ისინი აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები მტერს წარმატებულად იგერიებენ და საკმაოდ კარგად მუშაობს პოლიციაც.

კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ ქართველების 7 კაციანი ჯგუფი რუმინეთის საზღვრისკენ დაიძრა, რათა საომარი მოქმედებებს განერიდონ.

“რთული ღამე იყო,. ვიმყოფებით კიევში, ერთ-ერთ მსხვილ უბანში და მთავარია გასულ ღამეს მტერი ვერ შემოვიდა. კიევზე დიდი ბრძოლებიც არ ყოფილა, იმიტომ, რომ უფრო შორს იგერიებდნენ ჩვენები. ანადგურებენ შემოსულ დივერსანტებსაც. შესანიშნავად მუშაობს პოლიციაც”, – აღნიშნავენ ქართველები.

მსგავსი თემები