ზელენსკი მოსალაპარაკებლად ბელოურისში არ ჩავა, სხვა ქვეყნები მისაღებია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხსნის, თუ რატომ ვერ გაიმართება რუსეთთან მოლაპარაკება მინსკში. მისი თქმით,  განცხადებით, მაშინ, როცა რუსეთი უკრაინას ბელორუსიიდან ესხმის თავს, შეუძლებელია ამ ქვეყანაში ჩასვლა და მოლაპარაკება.

„თქვენი ქვეყნის ტერიტორიიდან აგრესიული ქმედება რომ არ მომხდარიყო, შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა. მოლაპარაკებების ადგილად სხვა ქალაქების გამოყენება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა შეხვედრა, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბული, ბაქო – ჩვენ შევთავაზეთ ისინი რუსებს. ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობდა – ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდან რაკეტებს ჩვენკენ არ ისვრიან. ეს არის ერთადერთი გზა, რომ გულწრფელი მოლაპარაკებები და ომის დასრულება შესაძლებელი იყოს“,- აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში იმყოფება.

 

მსგავსი თემები