“პუტინი ანადგურებს საკუთარი ქვეყნის მომავალს და არა უკრაინას”, – ევროკავშრირი

ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსეთის სავალუტო რეზერვები გაყინოს. აღნიშნული სანქციები ითვალისწინებს  რუსეთის ცენტრალური ბანკის პარალიზებას, შესაბამისად ოკუპანტ სახელმწიფოში 630 მილიარდი დოლარის განაღდებას ვერ შეძლებენ.

ანალოგიური ზომების მიღებას აპირებს აშშ-ც. ეკონომიკური სანქციები რუსეთის SWIFT-დან გამოთიშვას ითვალისწინებს.

“პუტინი სინამდვილეში საკუთარი ქვეყნის მომავალს ანგრევს და არა უკრაინას. რუსეთის ბანკების პარალიზდება, რაც გაყინავს მის ტრანზაქციებს და ცენტრალური ბანკისთის შეუძლებელს გახდის ლიკვიდურად აქციოს თავისი აქტივები. რუსული ბანკები გაძირიცხება SWIFT-დან და დაიბლოკება რუსული პროდუქტების ექსპორტ-იმპორტი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები