“კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი, ხარკოვი მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშაა”, – უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო

ახალ ინფორმაციას გვაწვდის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვადიმ დენისენკო.

მისი განცხადებით, ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი უკრაინული ჯარების კონტროლის ქვეშაა.

“რუსეთის ჯარს რამდენიმე მცდეობა ჰქონდა იმისა, რომ ქალაქებში შემოჭრილიყო და კონრტოლი დაეწესებინა, თუმცა ამ დრომდე  ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი, ხარკოვი მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშაა”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.

მსგავსი თემები