ხვალ, ქართულ ეკლესიებში, უკრაინისთვის პარაკლისს გადაიხდიან

საქართველოს პატრიარქის გადაწყბეტილებით, საქართველოში უკრაინისთვის პარაკლისს გადაიხდიან.

„უკრაინასა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, საქართველოს ყველა ეკლესიაში ამა წლის 27 თებერვალს, კვირას, წირვის შემდეგ, გადახდილ იქნეს პარაკლისი მშვიდობისათვის. მრევლს და სამღვდელოებას კი ეძლევა ლოცვა-კურთხევა მშვიდობისათვის ყოველდღიური ლოცვის გაძლიერებისა. ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს უკრაინა და მთელი მსოფლიო. ყოვლადწმინდა დედაღვთისამ თვისი კალთა გადააფაროს სრულიად საქართველოს” – ვკითხულობთ ილია მეორის მიმართვაში.

 

მსგავსი თემები