“ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს და ამით ვიცავთ ევროპას“ – ზელენსკის მომართვა

ამ წუთებში, უკრაინის პრეზიდენტის მორიგი მიმართვა ვრცელდება, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს, მსოფლიოს და რუსეთს მიმართავდა აცხადებს, რომ უკრაინის დაცვით ისინი იცავენ ევროპას.

„ვიგერიებთ  მტერს, ჩვენ მაგრად ვდგავართ. ჩვენ ქალაქებს ბავშვებს, ქვეყანას ვიცავთ. ქალაქები ჩვენი არმიის მიერ კონტროლდება. დამპყრობლებს სურთ, თავიანთ მარიონეტული მთავრობა დააყენონ, მაგრამ ჩვენ დავამსხვრიეთ მათი გეგმები.  დესანტები, ოკუპანტები  ურტყამენ ჩვენს სამოქალაქო ობიექტებს, ენერგეტიკულ ობიექტებს, ცდილობენ დააზიანონ ჩვენი ტექნიკა. სწორედ ის ბოთლები, რომელიც დატენილია ფეთქებადი ნივთიერებებით, სწორედ ისინი უნდა გამოვიყენოთ, მოგმართავთ ყველას, შეგვიძლია თავი დავიცვათ.

ჩვენი სწრაფვაა ევროკავშირი. ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია თავის დაცვა. ჩვენი ბრძოლა ჩვენი წარმატების საწინდარია. უკვე გვაქვს ევროპის მხარდაჭერა, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი სიმამაცე, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს და ამით ვიცავთ ევროპას.

უნდა შევაჩეროთ მათ მიერ წარმოებული ნგრევა. ჩვენ მოვიგერიებთ მათ საჰაერო შეტევებს.   დიდება ჩვენს უკრაინას და უკრაინის დამცველს“ – აცხადებს პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან  უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა იმ ადამიანებს, ვინც სიცოცხლის ფასად დაიცვა სამშობლო.

მსგავსი თემები