“ჩვენს მიწაზე 100 000 დამპყრობელი დგას და საცხოვრებელ კორპუსებს გვიბომბავენ”, – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას მსოფლიო ლიდერები უდგას გვერდით.

“ვესაუბრე ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდა მოდის. მას ინფორმაცია მივაწოდე იმის შესახებ, თუ როგორ პასუხობს უკრაინა რუსეთის აგრესიას. ახლა 100 000-ზე მეტი დამპყრობელი იმყოფება ჩვენს მიწაზე. ისინი ისვრიან საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. ინდოეთს მოვუწოდე აღმოგვიჩინოს პოლიტიკური მხარდაჭერა გაერო-ს უშიშროების საბჭოში. შევაჩეროთ აგრესორი ერთად!“- წერს ზელენსკი.

პრეზიდენტის თქმით, დახამრება საბერძნეთმაც და შვეიცარიამაც აღმოუჩინეს უკრაინას, რისთვისაც ის დიდ მადლობას უძღვნის მათ.

მსგავსი თემები