ჩინეთი რუსულ ნავთობს აღარ შეისყიდის

უცხოური მედიის თანახმად, ჩინეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა. ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შედეგად ამოქმედებული დასავლური ფინანსურ-ეკონომიკური სანქციებია.

შემსყიდველები, რომლებიც რუსულ ნავთობს აღმოსავლეთის პორტებში ყიდულობდნენ, აცხადებენ, რომ სანამ სანქციების მოქმედებას ნათელი არ მოეფინება, აჩერებენ ნავთობის შესყიდვას.

რუსული ESPO და Sokol მარკის ნავთობის შესყიდვის მომდევნო ეტაპი მარტის შუა რიცხვებში გაიმართება. Urals მარკის ნავთობი კი რომლის ტრანსპორტირებაც შავი ზღვის პორტებიდან ხდება, ამ კვირაში დიდი ფასდაკლებით იყიდება.

მსგავსი თემები