“იტალია რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას მხარს დაუჭერს”, – ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ სატელეფონო საუბარში ის დაარწმუნა, რომ SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან რუსეთის გარიცხვის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.

“ჩვენი სახელმწიფოების უკრაინისა და იტალიის ისტორიაში ახალი გვერდია. სულ ახლახან მარიო დრაგიმ სატელეფონო საუბარში მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან.”, – ზელენსკი.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი უკვე სერიოზულად განიხილავენ რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვას.

მსგავსი თემები