“სოციალური ინფრასტრუქტურა ჩვენი სამიზნე არ არის”, – რუსეთი დასახლებული პუნქტების დაბომბვას უარყოფს

CNN-ის ინფორმაციით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის დასახლებული პუნქტების დაბომბვის შესახებ ინფორმაცია უარყო.

რუსეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, მათ ნამდვილად განახორციელეს სარაკეტო იერიში უკრაინაზე, მაგრამ სამიზნე მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო.

“რუსეთის ფედერაციის შეიაღებულმა ძალებმა გასულ ღამეს შეუტია უკრაინაში არსებულ სამხედრო ინფრასტრუქტურას საკრუიზო რაკეტების საშუალებით. ვიმეორებ, სამიზნე არის მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურა და არა დასახლებული პუნქტები ან სოციალური ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა გენერალ მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

მსგავსი თემები