ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, უკრაინის ქალაქ ხერსონში დაბომბვა დაიწყო

CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დილის 08:00 საათიდან ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, უკრაინის ქალაქ ხერსონში დაბომბვის ხმა ისმის.

11:00 საათისთვის ხიდი, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს უკრაინასთან აკავშირებს, კვამლში იყო გახვეული, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა.

CNN-ი იუწყება, რომ ტერიტორიის დაბომბვა გაგრძელდა, რის შემდეგაც მათ ხიდზე ჯავშანტექნიკა შენიშნეს. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ვის ეკუთვნის ტექნიკა.

მსგავსი თემები