“ჩვენ ეს შევძელით! დიპლომატია 24/7-ზე მუშაობას აგრძელებს”, – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ  კვიპროსმა დაადასტურა, რომ ის არ დაბლოკავს გადაწყვეტილებას, რუსეთისთვის Swift-ის აკრძალვის შესახებ.

“ჩვენ ეს შევძელით! კვიპროსმა დაადასტურა, რომ ის არ დაბლოკავს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის Swift-ის აკრძალვის შესახებ. უკრაინული დიპლომატია აგრძელებს 24/7-ზე მუშაობას, რათა მიაღწიოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და დაიცვას უკრაინა რუსი დამპყრობლებისგან”, – წერს კულება.

შეგახსენებთ, საერთაშორისო საგადასახადო სისტემა Swift-დან რუსეთის გათიშვას მხარი გერმანიამ და იტალიამაც დაუჭირეს.

მსგავსი თემები