“ვაგროვებთ არამალფუჭებად საკვებსა და მედიკამენტებს უკრაინისთვის”, – “დავითიანის” პრეზიდენტი კოტე სვანაძე “მედიაცენტრ მთავარში”(ვიდეო)

საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანის” პრეზიდენტი კოტე სვანაძე „მედიაცენტრ მთავარში“ გვაცნობს ინიციატივას უკრაინის დახამრებისათვის, რომელსაც “დავითიანი” ჩაუდგება სათავეში.

“ხვალიდან თბილისის ყველა მოქმედი ტაძარი შეაგროვებს თქვენ მიერ მოტანილ არამალფუჭებად საკვებსა და პირველადი საჭიროების მედიკამენტებს. შემდგომ პროდუქტს “დავითიანი” დაახარისხებს. როგორც კი გზავნილი მზად იქნება, ჩვენ კავშირზე ვიქნებით უკრაინის საპატრიარქოსთანაც და საელჩოსთანაც,” – განაცხადა “დავითიანის” პრეზიდენტმა.

კოტე სვანაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ შეძლებისდაგვარად უკრაინის დახმარებისაკენ. მისი თქმით, ეს საქართველოს მოსახლეობის გზავნილი იქნება.

“ვისაც რისი საშუალება ექნება, კარგს იზამს, თუ მიიტანს თბილისის ნებისმიერ ტაძარში. აქცენტი არამალფუჭებად საკვებზე გააკეთეთ და არა ტანსაცმელზე. ძირითადად საკვები და მედიკამენტებია საჭირო. საპატრიარქო ამ წამოწყებაში მთლიანი რესურსით არის ჩართული. ცხელი ხაზი არის 144177 და დამატებითი ინფორმაცია საპატრიარქოს გვერძეც დაიდება”, – აღნიშნა კოტე სვანაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

https://mcm.ge/141193/

მსგავსი თემები