“შეიძლება ითქვას, რომ ვასილკოვიში უკვე სიჩუმეა და საშინელი ღამე დასასრულს მიუახლოვდა”, – ვასილკოვიშის მერი

უკრაინის ქალაქ ვასილკოვისთვის ბრძოლა უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი ნატალია ბალასინოვიჩი ავრცელებს.

მისი თქმით, შტურმი მოგერიებულია და ქალაქში თანდათან სიმშვიდე ისადგურებს. “ბრძოლები უკვე სრულდება. შეიძლება ითქვას, რომ ვასილკოვიში უკვე სიჩუმეა და საშინელი ღამე დასასრულს მიუახლოვდა”, – განაცხადა მერმა.

მისი განმარტებით, გუშინდელი დღის შემდეგ ქალაქის სამხედრო შენაერთებსა და აეროდრომებზე სარაკეტო იერიში იყო. ქალაქში გადმოდიოდა დესანტი. ვასილკოვი დედაქალაქ კიევიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობს.

მსგავსი თემები