კორონავირუსით 6 236 ადამიანი დაინფიცირდა

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 33 926 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 6 236 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 14 909 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  18.38%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 598 172.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 27.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 23.93%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 909 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 477 481-მდე.

მსგავსი თემები