თეთრი სახლი უკრაინას 350 მილიონიან სამხედრო დახმარებას გაუწევს

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს დაავალა, გამოყოს $350 მილიონი, რათა დაეხმარონ უკრაინას უსაფრთხოებასა და თავდაცვაში.

თეთრი სახლი უკრაინისთვის $350 მილიონიანი სამხედრო დახმარების დაუყოვნებლივ გაწევისთვის მემორანდუმს აცხადებს.

თეთრმა სახლმა დახმარების გაწევაზე მას შემდეგ გავარცელა განცხადება, რაც ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 40-წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა. მათ “კონკრეტული თავდაცვითი დახმარების გაწევა” განიხილეს.

მსგავსი თემები