„რუსეთის სურვილია შეაჩეროს ნატოს გაფართოება“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს სამიტი დასრულდა, ამ წუთებში, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სპეციალურ განცხადებას აკეთებს ის რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაუბრუნდეს დიალოგს

„ვნახეთ არნახული საფრთხე. რუსეთმა შეარყია მშვიდობა ევროპაში. უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის. სიკვდილი, ადამიანების ტანჯვა და ნგრევა სახეზეა. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ეს უაზრო ომი და გამოიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაბრუნდეს დიალოგის გზაზე.

კრემლის ამოცანა არ არის შეზღუდოს მხოლოდ უკრაინა. რუსეთს სურს კანონით გამტკიცებული სწრაფვით შეაჩეროს ნატოს გაფართოება და დააბრუნოს ყველფერი 1997 წლის პერიოდში. რუსეთი უქმნის საფრთხეს ევროპულ მშვიდობას. მსოფლიო ფიქრობს, რუსეთი მოეგება გონს და პასუხს აგებს. ეს არის საზარელი სტრატეგიული შეცდომა, რის გამოც ის დიდ საფასურს გადაიხდის სანქციების სახით.

ჩვენ ვალდებულები ვართ, უფრო მეტი გავაკეთოთ და უფრო წინ წავიწიოთ. კრემლის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ ვერ გააძლიერებს რუსეთს და ვერ მიიყვანს რუსეთს უკეთეს მომავლამდე, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა“ – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.

 

მსგავსი თემები