კიევი რუსეთის ალყაშია 

უკრაინა ისევ რუსეთის შემოტევას იგერიებს. საომარი მოქმედებები აქტიურად გრძელდება. უკრაინელი დივერსიულ ჯგუფებს ანადგურებენ, თუმცა, ახალ-ახალი ჯგუფები ისევ ჩნდება.

დაბომბილია საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და სხვადასხვა სამოქალაქო ობიექტი. არის მსხვერპლი.

უკრაინის მერია მაღალსართულიან კორპუსებში მაცხოვრებლებს აფრთხილებს, შეძლებისდაგვარად შეამოწმონ მათი საცხოვრებლის სახურავი, ხომ არ არის რაიმე მონიშვნა დატოვებული, რომელსაც დივერსიული ჯგუფები აკეთებდნენ, რომ შემდეგ ეს მონიშნული ადგილი დარტყმის ობიექტი გამხდარიყო.

კიევი რუსეთის ალყაშია და აქტიურად უტევენ. სამოქალაქო პირებში 18 000-მდე იარაღი დარიგდა. იბრძვის ყველა და სამშობლოს იცავს ყველა, ვისაც იარაღის გამოყენება შეუძლია, მათ შორის ქალები. ადგილობრივები “მოლოტოვის კოქტეილებსაც” იმარაგებენ.
 

მსგავსი თემები