ევროპის საბჭომ რუსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს ორგანიზაციაში წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ რუსი სამხედროების უკრაინაში შეჭრისა და საომარი მოქმედებების გამო მიიღო.

„ევროპის საბჭოს სტატუსის შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტმა დღეს გადაწყვიტა, შეუჩეროს რუსეთის ფედერაციას მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლება“, – ვკითხულობთ განცხადებაში რომელიც ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

წარმომადგენლობის უფლების შეჩერება არის დროებითი ზომები და ევროპის საბჭო ღიას ტოვებს კომუნიკაციის არხებს.

 

მსგავსი თემები