მოსკოვი უკრაინას მოლაპარაკებას მინსკში სთავაზობს

რუსეთი თანახმაა, უკრაინას მოელაპარაკოს. აღნიშნული გზავნილი კრემლიდან ოფიციალურად გაჟღერდა. ვლადიმირ პუტინი  ვოლოდიმირ ზელენსკის მოსალაპარაკებლად მინსკს სთავაზობს.

პუტინის პრეს სპიკერის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, ამ კონტექსტში პუტინი ზელენსკის მინკსში იწვევს.

„როგორც ცნობილია, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით დიალოგის მზადყოფნის შესახებ ისაუბრა. თავის დროზე  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობდა, რომ ოპერაციის მიზანი დამოუკიდებელი რესპუბლიკების  დონეცკის და ლუგანსკის დახმარება იყო ,მათ შორის, უკრაინის დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის გზით. ეს კი წარმოადგენს ნეიტრალური სტატუსის განუყოფელ კომპონენტს“ , – განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი თემები