რუსეთის თავდაცვაში აცხადებენ, რომ უკრაინელები ტერორისტებივით იქცევიან, თავად კი სამოქალაქოებს არ ერჩიან

რუსეთის თავდაცვა აცხადებს, რომ რუსეთს დანაკარგი არ აქვს, რაც შეეხება უკრაინელებს, 200-ზე მეტი ჯარისკაცი გაანადგურეს. რუსეთის ა თავდაცვაში აცხადებენ, რომ ისინი წარმატებით იკავებენ ტერიტორიებს და სამოქალაქო პირებს არ ერჩიან.

აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გააკეთა.

„ამჟამად, რუსი სამხედროების მხრიდან დასრულდა ჩერნიგოვოს ბლოკირება. რუსმა სამხედროებმა მიიღეს ყველა ზომა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში არ მოხდეს რაიმე მსხვერპლი. რუსეთის ჯარებმა ჩაატარეს წარმატებული ოპერაცია დესანტის გადასხმის თვალსაზრისით კიევის შემოგარენში. ეს ოპერაცია მოიცავდა რუსეთის 200-ზე მეტ შოუმფრენს. დაშვების რაიონში მოხდა მოწინააღმდეგის სრული იზოლირება. ამ ტერიტორიაზე მოხდა 200-მდე სამხედრო პირის  გადანდგურება. რუსეთს არ აქვს რაიმე დანაკარგი. ამჟამად ამ აეროდრომზე არიან რუსული ჯარები და ამან უზრუნველჰყო კიევის ბლოკირება დასავლეთის მხრიდან. ოპერაციები ხორციელდება კიევის რაიონში.

მივმართავ უკრაინის მოსახლეობას, თქვენი ეროვნული მეთაურები იყენებენ ისეთ მეთოდებს, რომლებსაც იყენებდნენ ტერორისტები, ხოლო რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის დედაქალაქის საცხოვრებელ კვარტლებს დარტყმას არ მიაყენებენ“ – განაცხადა კრემლის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები