პუტინი ჩინეთს უდასტურებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა

რამდენიმე წუთის უკან გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკება დაიწყოს. აღნიშნულ ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, ვლადიმირ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტს უდასტურებს, რომ მზადაა ზელენსკისთან „უმაღლესი დონეზე“ მოლაპარაკებისთვის, რათა მსხვერპლი შეჩერდეს.

როგორც ჩინეთის ტელევიზია გადმოსცემს, სი ძინპინმა რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოლაპარაკების გზით დარეგულირებას მხარს დაუჭერს. პუტინმა კი მოლაპარაკების მზაობა დაადასტურა.

რუსეთი უკრაინას იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს

მსგავსი თემები