რუსეთი უკრაინას იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით უკრაინასთან მოლაპარაკება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ უკრაინელი ჯარისკაცები იარაღს დაყრიან.

„კონტაქტი შესაძლებელია თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრიან. არავინ აპირებს უკრაინის ოკუპირებას. პრეზიდენტ ზელენსკის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები კარგად არის ცნობილი. ჩვენ უკრაინის მილიტარიზმისა და ნეონაციზმისგან განთავისუფლების მომხრე ვართ, რათა ამ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს შესაძლებლობა მივცეთ საკუთარი მომავალი ყოველგვარი ზეწოლის გარეშე განსაზღვროს“, – განაცხადა ლავროვმა.

მან უკრაინელ სამხედროებს მოუწოდა, არ შეასრულონ კრიმინალური ბრძანებები, დადონ იარაღი და წავიდნენ სახლში.

 

მსგავსი თემები