9-სართულიანი სახლიდან სახურავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ძლიერი ქარის შედეგად, ბათუმში რამდენიმე სახლის სახურავი დაზიანდა. ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან ქარმა, ცხრასართულიანი სახლის სახურავი მოგლიჯა. გადმოვარდნილი სახურავის ფრაგმენტების დაცემის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ბათუმის მერიის წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

​როგორცმედიაცენტრ მთავარს” ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ​დაიწყო დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურვის სამუშაოები.

ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. ქარის შედეგად ქალაქში რამდენიმე განათების ბოძი და ხე-მცენარეც დაზიანდა. მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებულნი.

ქარს ძლიერი შტორმი მოჰყვა, შედეგად დანაგვიანდა ქალაქის სანაპირო ზოლი. დასუფთავების სამუშაოები შპს “სანდასუფთავების” მობილური ჯგუფები წევრები დილიდან ახორციელებენ.

 

მსგავსი თემები