„უკრაინაში ჩასვლა არაფრის მომცემი არ არის“ – პრემიერ მინისტრი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და ამისთვის უკრაინაში ჩასვლა საჭირო არ არის.

„უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის. თუ გინდათ იმისი დემონსტრირება, რომ მაშინ საქართველოში იყო ჩამოსული უკრაინის პრეზიდენტი, სოლიდარობა ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ისე, როგორც გამოვხატეთ. ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, დაკეტილია საჰაერო სივრცე, არათუ მე, არამედ ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში“ – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველო არ აპირებს, რუსეთს სანქციები დაუწესოს.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ აამოქმედებს

მსგავსი თემები