„მიმდინარეობს ბრძოლა“ – დაღუპულთა შორის არის ბავშვებიც

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის სამიზნე კიევი და სამოქალაქო ობიექტებია.

​ისინი ამბობენ, რომ სამოქალაქო ობიექტები არ არის მათი სამიზნე, ეს ტყუილია. ისინი არ უყურებენ, სად მოქმედებენ. დარტყმის ქვეშ ერთიანად არიან სამხედროებიც და მშვიდობიანი მოქალაქეებიც.  ამ თავდასხმის სამიზნე არის ზეწოლა. ზეწოლა თქვენზე ჩემო მოქალაქენო, ზეწოლა მთელს საზოგადოებაზე“, – აცხადებს პრეზიდენტი.

ზელენსკის თქმით, კრემლს მოუწევს უკრაინასთან საუბარი.

„უკრაინელები აჩვენებენ გმირობას. რუსული ჯარი ბევრი მიმართულებით შევაჩერეთ. მიმდინარეობს ბრძოლა. ისინი ცდილობენ, დაგვღალონ, მაგრამ არ დავიღლებით. ადრე თუ გვიან, რუსეთს მოუწევს ჩვენთან ლაპარაკი. რაც უფრო სწრაფად დაიწყება ეს საუბარი, მით უფრო ნაკლები იქნება დანაკარგი, მათ შორის რუსულ მხარესაც“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში, რუსეთის მხრიდან დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

მსგავსი თემები