„უკრაინა მარტო დარჩა საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად“ – პრეზიდენტს ემოციური მიმართვა

რუსეთის მხრიდან კიევის მიმართულებით მიტანილი იერიშის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ უკრაინა მარტო დარჩა.

„ჩვენ მარტო ვრჩებით საკუთარი სახელმწიფოს დაცვისას. ვონ არის მზად იბრძოლოს ჩვენთან ერთად? ასეთს ვერავის ვხედავთ. ვინ არის მზად მისცეს უკრაინას ნატოში შესვლის გარანტია? ყველას ეშინია. დღეს მოსკოვიდან გავიგეთ რომ მათ სურთ უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე ლაპარაკი.  ყველა ჩვენს პარტნიორს  ვეუბნები, ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. ვეკითხები – ჩვენთან ხართ? ისინი მეუბნებიან, რომ ჩვენთან არიან, მაგრამ, ალიანსში ჩვენს მისაღებად მზად არ არიან“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე ინფორმაციით, რუსეთის ჯარები კიევში შევიდნენ, თუმცა, თავად, ოჯახთან ერთად უკრაინაში რჩება სამთავრობო კვარტალში და არსად წასვლას აპირებს.

მსგავსი თემები