„ჩვენ არ წა­ვიყ­ვანთ ჩვენს ჯარს ევ­რო­პა­ში სა­ომ­რად“ – ჯო ბაიდენი უკრაინა-რუსეთის სამხედრო კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს  

აშშ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში მედიასთან შეხვედრაზე გაიმეორა, რომ ამერიკური ჯარები რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში არ ჩაერთვებიან.

ჩვე­ნი ძა­ლე­ბი არ ჩა­ერ­თვე­ბი­ან სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში, რო­მე­ლიც რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჩვენ არ წა­ვიყ­ვანთ ჩვენს ჯარს ევ­რო­პა­ში სა­ომ­რად, მაგ­რამ გან­ვა­თავ­სებთ ევ­რო­პულ სა­ზღვრებ­ში ჩვენს ძა­ლებს და ეს იქ­ნე­ბა სრუ­ლი თავ­დაც­ვის­თვის აშშ-ს მხრი­დან.

ჩვენი ძალები ევროპაში მიდიან არა იმისთვის, რომ უკრაინაში იომონ, არამედ დაიცვან ნატო-ს მოკავშირეები და განამტკიცონ ალიანსი აღმოსავლეთში. აშშ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ ინჩს დაიცავს ამერიკული ძალის სრული შემადგენლობით“, – განაცხადა პრეზიენტმა.

მისივე თქმით, უკრაინას სხვა ყველანაირად დაეხმარებიან და რუსეთი აგრესიისთვის სათანადო საზღაურს მიიღებს.

 

მსგავსი თემები