„საავადმყოფოები სავსეა დაჭრილებით“ – ჯო ბაიდენმა რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა და ის სანქციები დაასახელა, რასაც რუსეთი მსოფლიოსგან მიიღებს. როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, სანქციები ძირითადად ეკონომიკური მიმართულების იქნება, რაც რუსეთს სერიოზულად დააზიანებს და მან უნდა იწვნიოს საკუთარი აგრესიული მოქმედებების შედეგი. ჯო ბაიდენის პრესკონფერენცია თეთრ სახლში ამ წუთებშიც გრძელდება

„ეს არის წინასწარ დადგმული შეტევა, რომელიც რამდენიმე თვე იგეგმებოდა. საავადმყოფოები სავსეა დაჭრილი ადამიანებით. რუსეთმა უარი თქვა ყველა დიპლომატიურ მცდელობაზე, რომელიც წამოვიდა ამერიკიდან. უკრაინა იქცა რუსეთის კიბერთავდასხმების სამიზნედ და რუსეთმა გაავრცელა არაერთი განცხადება, რო, უკრაინამ ჩაიდინა გენოციდი, ცდილობდნენ, შეექმნათ დამატებითი რესპუბლიკა უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს ფარგლებში.

აშშ გვერდში უდგას უკრაინას. რუსეთმა განახორციელა სარაკეტო თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე. პუტიმა  აირჩია ეს გზა და ახლა მისი ქვეყანა აუცილებლად მიიღებს შედეგებს.

ვაპირებ, გამოვაცხადო ახალი სანქციები, როგორ დაისჯება რუსეთი. დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით შემოგვეკრიბა მოკავშირეები. ვესაუბრე დიდი შვიდიანის ლიდერებს და მივაღწიეთ კონსესუსს. შევზღუდავთ რუსეთს გლობალური ეკონომიკის სანქციების ფარგლებში.

დღეს რუსეთის ეკონომიკა იმყოფება უპრეცენდენტოდ ცუდ მდგომარეობაში, 50 პროცენტითაა შემცირებული ყველა მაჩვენებელი. ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ბანკებს. ყველაზე მსხვილ ბანკთან ვწყვეტთ თანამშრომლობას და ვბლოკავთ 4 ბანკს ამერიკაში. ეს აუცილებლად აისახება რუს ელიტაზე და მათი ოჯახის წევრებზე. მათ აუცილებლად უნდა იწვნიონ საკუთარ თავზე სასჯელი.

გამოვიყენებთ იგივე შეზღუდვებს უმსხვილესი რუსული საწარმოების წინააღმდეგ. კორუმპირებული მილიარდელების წინააღმდეგ აუცილებლად დავაწესებთ სანქციებს. შევზღუდავთ რუსეთის წვდომას ტექნოლოგიებზე, სტრატეგიულ სფეროებზე, ინდუსტრიულ წარმოებებზე, ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი მოკავშირეები.

უნდა გავანახევროთ მაღალი ტექნოლოგიების იმპორტი რუსეთში. ხვალ ჩატარდება ნატოს სმიტი რომელიც თავს მოუყრის 30-მდე წევრი ქვეყნის ლიდერებს. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, თუმცა ჩვენი ძალები არ იქნებიან ჩართულები ურკარაინა-რუსეთის კონფლიქტში“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

მსგავსი თემები