პუტინის განცხადებით მსოფლიომ სისტემიდან მათი გაძევების ამოცანა არ უნდა დააყენოს

 

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინაზე სამხედრო იერიშის და საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, მსოფლიოს სანქციებთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს.

„რუსეთი რჩება მსოფლიოს ეკონომიკის ნაწილი და ჩვენ არ ვაპირებთ, დავაზარალოთ სისტემა, რომლის ნაწილადაც ვგრძნობთ თავს. არ ვაპირებთ, ზარალი მივაყენოთ მსოფლიო სისტემას, რომელშიც თავად ვიმყოფებით“ – აცხადებს ვლადიმირ პუტინი.

ის მსოფლიოს ლიდერებს ურჩევს, რომ სისტემიდან გაძევების ამოცანა არ უნდა დადგეს დღის წესრიგში.

„ის, რაც ხდება, არის იძულებითი ზომა. უბრალოდ არ დატოვეს სხვაგვარად მოქმედების არანაირი შანსი. უსაფრთხოების სფეროში რისკები შექმნეს ისეთი, რომ სხვა საშუალებებით რეაგირება შეუძლებელი იყო, ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებულიც ვარ, მილიმეტრითაც კი არ დავძრულვართ არც ერთ საკითხზე. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, ეს იძულებითი ზომები იყო, რადგან, შეეძლოთ, შეექმნათ ისეთი რისკები, რომ გაურკვეველი იქნებოდა ისიც კი, როგორ იარსებებდა ჩვენი ქვეყანა.

რუსეთი რჩება მსოფლიოს ეკონომიკის ნაწილი და ჩვენ არ ვაპირებთ, დავაზარალოთ სისტემა, რომლის ნაწილადაც ვგრძნობთ თავს. ჩვენ არ ვაპირებთ, ზარალი მივაყენოთ მსოფლიო სისტემას, რომელშიც ჩვენ თავად ვიმყოფებით. ვფიქრობ, ჩვენმა პარტნიორებმა ეს უნდა გაიგონ და არ დააყენონ ამოცანად ამ სისტემიდან ჩვენი გაძევება. ამის მიუხედავად, პოლიტიკური თვალსაზრისით, შეზღუდვები იქნება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რუს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს SWIFT-დან  (SWIFT-ი არუს საერთაშორისო სისტემა, რომელსაც საგადასახადო გადარიცხვებისა და უსაფრთხო შეტყობინებებისთვის  იყენებენ)  გათიშვა ემუქრება.

ევროპა უკრაინას იარაღს და საბრძოლო მასალას არ მოაკლებს – მორიგი სანქცია რუსეთს

მსგავსი თემები