კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ კიევში კომენდანტის საათი გამოაცხადა. მისი ცნობით, კომენდანტის საათის ამოქმედდება ადგილობრივი დროით 22:00 საათიდან და 07:00 საათამდე იმოქმედებს.

„ეს არის იძულებითი ნაბიჯი, თუმცა სამხედრო აგრესიისა და საომარი მდგომარეობის ამჟამინდელ პირობებში ეს არის აუცილებელი დედაქალაქის მცხოვრებთა უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა კიევის მერმა.

კომენდანტის საათის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს, თუმცა მეტროპოლიტენის სადგურები ღია იქნება, რომ იქ მოსახლეობამ ღამე გაათენოს.

 

მსგავსი თემები