რუსული ჯარები ჩერნობილში შედიან

უკრაინის შს  მინისტრის მრჩეველი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. „რუსული ჯარები ბელარუსიდან ჩერნობილში შევიდნენ“ – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო.

მისი თქმით რომ ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც საშიშ ბირთვულ, რადიოაქტიური ნარჩენების კოლექტორებს იცავენ, ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვიან.

თუ ცეცხლი ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს მოხვდება და  დააზიანებს, რადიოაქტიური მტვერი შეიძლება მთელი უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ტერიტორიებზე გავრცელდეს.

ჩერნობილის 1986 წლის ტრაგედია მთელ მსოფლიოს კარგად ახსოვს. ჩერნობილის ატომური ელექტორსადგურის ტერიტორია  დაკონსერვებულია.

მსგავსი თემები