დაღუპულია 50-ზე მეტი ადამიანი

უკრაინაში მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება. სამხედრო პირების გარდა, გარდაცვლილთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, უკრაინის მხარეს დაღუპულია 40-ზე მეტი  სამხედრო პირი და 10 სამოქალაქო. არიან დაჭრილები და დაშავებულები.

პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გაცილებით რთული ვითარებაა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, სადაც მძიმე ბრძოლა გრძელდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის.

 

მსგავსი თემები